English / ქართული / русский /
ლაშა კელიხაშვილი
„მწვანე ეკონომიკის“ ფორმირების თავისებურებები და სახელმწიფოს როლი აღნიშნულ პროცესში

ანოტაცია. მოცემულ კვლევაში გაანალიზებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გარემოსადმი მდგრადობის ცალკეული საკითხები, კერძოდ შეფასებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების (რაც მოცემულ კვლევაში მოსახლეობის ერთ სულზე GDP-ს მაჩვენებლით განისაზღვრება) გარემოსადმი მდგრადობის ხარისხი და სახელმწიფოს პოლიტიკის ეფექტიანობა აღნიშნული მიმართულებით. კვლევის მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონე მნიშვნელოვან კავშირშია გარემოსადმი მდგრადი პოლიტიკის არსებობასთან და ამავდროულად სახელმწიფოს ჩარევა აღნიშნული მიმართულებით მნიშვნელოვანად დადებითი ეფექტებით ხასიათდება საშუალოვადიან პერიოდში.

საკვანძო სიტყვები: „მწვანე ეკონომიკა“; მდგრადი განვითარება; GDP; ეკონომიკური განვითარება. 

შესავალი

მსოფლიო განვითარების თანამედროვე ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეკონომიკის გარემოსადმი მდგრად განვითარებას საკითხს. აღნიშნული საკითხი ასახულია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებში რომელიც წევრ ქვეყნებს შესაბამისი პოლიტიკის გატარების ვალდებულებას აკისრებს. 2011 წლის გაეროს მწვანე ეკონომიკის რეპორტის მიხედვით მწვანე ეკონომიკა უნდა იყოს რესურსების ეფექტიანი მომხმარებელი, გარემოში უშვებდეს მავნე ნივთიერებების მაქსიმალურად მცირე რაოდენობას და უნდა იყოს სოციალურად ინკლუზიური[1].

აღნიშნული სფეროს ერთ-ერთი მკვლევარი კარლ ბრუკეტი მწვანე ეკონომიკის განვითარების ხარისხს აფასებს შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით[2]:

  • განახლებადი ენერგია
  • „მწვანე“ მშენებლობა
  • გარემოსადმი მდგრადი ტრანსპორტი
  • წყლის მენეჯმენტი
  • ნარჩენების მენეჯმენტი
  • მიწის მენეჯმენტი

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მიმართულებით ეკონომიკური თეორია მწირია, შესასწავლი საკითხების წყება კი საკმაოდ ფართო. მიუხედავად ამისა, მოცემული კვლევა მიზნად ისახავს შეაფასოს რამდენადაა დღევანდელი ეკონომიკური სისტემები ორიენტირებული „მწვანე განვითარებაზე“ და რამდენად ეფექტიანია სახელმწიფოს პოლიტიკა ამ მიმართულებით, რაც ძირითადად რაოდენობრივ ცვლადების ანალიზით განხორციელდება. მოცემულ კვლევაში დავეყდრნობით ეკონომიკის გარემოსადმი მდგრადობის მახასიათებელ ინდექსებს რომლებიც აჯამებს ცალკეულ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას აღნიშნული მიმართულებით. ინდექსების შესახებ ინფორმაცია აღებულია შესაბამისი ინდექსების შემქნელთა მონაცემთა ბაზებიდან (Dual Citizen ( www.dualcitizeninc.com) დაYale University (www.epi.envirocenter.yale.ed)),

გარდა ინდექსებისა, მოცემულ კვლევაში  განხილული სხვა მაკროეკონომიკული ცვლადები აღებულია მსოფლიო ბანკის, ევროსტატის და „The Heritage Foundation“-ის მონაცემთა ბაზებიდან. კვლევაში გამოყენებულია სტატისტიკური ანალიზის მეთოდები კროს-სექციული მონაცემებისთვის. აღნიშნული ნაშრომი, ერთის მხრივ არსებული სიტუაციის ემპირიულ ანალიზს იძლევა, მეორეს მხრივ კი ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებელი ინსტიტუტებისთვის სარეკომენდაციო ხარისხის მატარებელია.

ქვეყნის ეკონომიკის გარემოსადმი მდგრადი განვითარების გასაზომად დღესდღეისობით სხვადასხვა ინდიკატორები გამოიყენება თუმცა გლობალურ დონეზე, აღნიშნულ ინდიკატორების შეჯამებული სახით ასახავს ისეთი ინდექსები როგორიცაა EPI (Environmental Performance index) GGEI (Global Green Economy Index).

EP ინდექსი ზომავს გარემოს დაბინძურებისადმი სახელმწიფოს პოლიტიკის მდგომარეობის ხარისხს და 2018 წლისთვის იგი შეფასებულია 180 ქვეყნისთვის.

GGE ინდექსი აფასებს ქვეყნის ეკონომიკის „სიმწვანის“ არსებულ მდგომარეობას და მის ხელშემწყობ ეკონომიკურ აქტივობას „სიმწვანეზე“ ორიენტაციის ხარისხს. აღნიშნული ინდექსი გარემოს დაბინძურების შეფასების პარამეტრად იყენებს EP ინდექსს რის გამოც მოცემულ კვლევაში აქცენტს ძირითდად აღნიშნულ ინდექსზე გავამახვილებთ . GGE ინდექსი 0-1 შკალაშია მოქცეული და რაც უფრო მაღალია მისი მნიშვნელობა მით უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება ქვეყანა გარემოსადმი მდგრადობის თვალისაზრისით.
2018 წლის მდგომარეობით ინდექსის შეფასება მოხდა 130 ქვეყნისთვის. აღნიშნული ქვეყნებისგან შემდგარ მსოფლიო რუკაზე საქართველო 44-ე პოზიციაზე იმყოფება (იხილეთ დიაგრამა). პირველი ათეული კი ძირითადად ცენტრალური და ჩრდილოევროპული ქვეყნებისგან შედგება.

 

დიაგრამა 1. GGE ინდექსი 2018 წელსმსოფლიოს 130 ქვეყნისთვის (წითელისვეყიაჩვენებსსაქართველოსშესაბამისმაჩვენებელს)

წყარო:Dual Citizen (www.dualcitizeninc.com) 

მნიშვნელოვანი ტრენდი, რომელიც ანალიზის პროცესში იკვეთება არის განვითარებული და განვითარებად ქვეყნებს შორის არსებული მნიშვნელოვანი განსხვავება ინდექსის მაჩვენებლის მიხედვით: 

დიაგრამა 2.GGEინდექსიგანვითარებულიდაგანვითარებადიქვეყნებისჭრილში

წყარო: DualCitizen (www.dualcitizeninc.com)

როგორც

როგორც მონაცემები გვიჩვენებს, GGEI ინდექსის მნიშვნელობა განვითარებულ ქვეყნებში უფრო მაღალია განვითარებადი ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით რის მნიშვნელოვან ფაქტორს განვითარებულ ქვეყნებში, გარემოსდაცვითი პოლიტიკის მიმართ არსებული მაღალი მოთხოვნები და ამ მოთხოვნების შესაბამისად ფორმირებული ინსტიტუციური მოწყობა წარმოადგენს .

აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი კავშირი შეინიშნება GGE ინდექსს, მოსახლეობის ერთ სულზე მთლიან შიდა პროდუქტსა და მთავრობის დანახარჯებს შორის. კერძოდ, მოსახლეობის ერთ სულზე GDP-ს მოცულობა დადებითად კორელირებს ეკონომიკის გარემოსადმი მდგრადობასთან ასევე დადებითი კორელაცია შეინიშნება მთავრობის დანახარჯებსა და GGE ინდექსს შორის (დიაგრამაზე “r” ასახავს შესაბამის ცვლადებს შორის წრფივ კორელაციის კოეფიციენტს).

დიაგრამა 3. GGE ინდექსისდამოკიდებულებამოსახლეობისერთსულზე GDP-სადამთავრობისმთლიანდანახარჯებზე

წყარო:  The Heritage Foundation (www.heritage.org); Dual Citizen ( www.dualcitizeninc.com); მსოფლიო ბანკი (www.worldbank.org) 

აღნიშნული ტრენდის მთავარ ამხსნელ ფაქტორს მოსახლეობის ერთ სულზე GDP-ს ზრდის პარალელურად გარემოსადმი მდგრადობის შენარჩუნების მაღალი მოთხოვნილება და აღნიშნულ პროცესში სახელმწიფოს მნიშვნელოვანი როლი წარმოადგენს, ერთის მხრივ შესაბამისი ინსტიტუციური გარემოს შექმნით, ხოლო მეორეს მხრივ გარემოს დაცვისადმი გაზრდილი დანახარჯებით.
გარემოს დაცვაზე მთავრობის დანახარჯების გავლენის დამატებითი ანალიზისთვის შემდეგი ფორმის რეგრესიის განტოლებას გამოვიყენებთ:

განტოლება ასახავს 2006-2015 წლებში, ევროკავშირის ქვეყნებისთვის EP ინდექსის ცვლილების დამოკიდებულებას მთავრობის მხრიდან გარემოს დაცვაზე გაწეულ ყოველწლიური საშუალო დანახარჯების წილზე GDP-ში.

აღნიშნული რეგრეისის განტოლების უმცირეს კვადრატთა მეთოდით შეფასებას კი შემდეგი სახე გააჩნია:

y = 2.5x - 0.006      R² = 0.53 

აღნიშნული დამოკიდებულების ვიზუალური ინტერპრეტაცია ასახულია დიაგრამა - ზე მიხედვით, მთავრობის ჩარევა ეკონომიკაში რაც გარემოს დაცვისადმი გაწეული დანახარჯებით გამოიხატება, საშუალო ვადიან პერიოდში გარემოს მდგომარეობის ხარისხს აუმჯობესებს.

 

დიაგრამა 4: EP ინდექსისცვლილებისდამოკიდებულებაგარემოსდაცვაზემთავრობისსაშუალოხარჯებზე

წყარო:  ევროსტატი(www.ec.europa.eu); იელისუნივერსიტეტი(www.epi.envirocenter.yale.ed), ავტორისგამოთვლები 

დასკვნა

მოცემულ კვლევაში გავაანალიზეთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების გარემოსადმი მდგრადობა. კვლევის ფარგლებში გაკეთებულ მნიშვნელოვან დასკვნებს წარმოადგენს ის, რომ  ეკონომიკის განვითარების გარემოსადმი მდგრადობა განვითარებადი ქვეყნებისთვის უფრო მნიშვნელოვანპრობლემას წარმოადგენს განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, ვინაიდან განვითარებად ქვეყნებში ამ მიმართულებით შესაბამისი ინსტიტუციური ბაზა სრულფასოვნად ჩამოყალიბებული არაა.   

გარემოსადმი მდგრად განვითარებაზე ორიენტაცია  მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩარევასთან ორი მიმართულებით. პირველ რიგში სახელმწიფოს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება შესაბამისი ინსტიტუციური ბაზის ფორმირებაში, მეორეს მხრივ კი მთავრობის დანახარჯები გარემოს დაცვაზე მნიშვნელოვანად დადებითი ეფექტებით ხასიათდება საშუალოვადიან პერიოდში, რაც დასტურდება ევროკავშირის ქვეყნების ანალიზის შედეგად. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. „How do you define the 'green' economy?“ MNN - Mother Nature Network. 2009-01-09. Retrieved 2013-11-09;
  2. UNEP, 2011, Towards a Green Economy: Pathways to Sustainable Development and Poverty Eradication, www.unep.org/greeneconomy;
  3. OECD Publication: “Green Growth and Developing Countries A Summary for Policy Makers”, 2012;
  4. European Environment – State of the Environment and Outlook. EEA, Copenhagen, 2010;
  5. About green economy (http://www.eea. europa.eu/themes/economy/about-green-economy) accessed 9 September 2011;
  6. The Heritage Foundation (www.heritage.org);
  7. Dual Citizen ( www.dualcitizeninc.com);
  8. Yale University (www.epi.envirocenter.yale.ed);
  9. Eurostat (www.ec.europa.eu);
  10. Worldbank (www.worldbank.org);
  11. United Nations Sustainable Development Goals (www.sustainabledevelopment.un.org)

[1] UNEP, 2011, Towards a Green Economy: Pathways to Sustainable Development and Poverty Eradication, www.unep.org/greeneconomy

[2] „How do you define the 'green' economy?“ MNN - Mother Nature Network. 2009-01-09. Retrieved 2013-11-09 

[3] Dual Citizen (www.dualcitizeninc.com) 

[4]  OECD Publication “Green Growth and Developing Countries A Summary for Policy Makers”, 2012 წ. გვ. 13.